გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
რუსეთი ჩვენი მეგობარია
საგანი/პედაგოგი
რუსული ენა/ია მარგალიტაძე
სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო/11 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
16 მოსწავლე/განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მოსწავლეები არ არიან. 
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         მოსწავლე დაეუფლება კონტექტსზე დაყრდნობით   სიტუაციის ამოცნობის ხერხებს, გაიმდიდრებს  ლექსიკურ  მარაგს.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი  შედეგები
უცხ.დ.IV.5. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი ტექსტის შინაარსს;
·           ტექსტში პოულობს ილუსტრაციის შესაბამის მონაკვეთს;
·           ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (მაგ. ავსებს ცხრილს/სქემას, ასრულებს ნახატს, პოულობს შესაბამის ილუსტრაციას და სხვა).
·           ტექსტში მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., სად, როგორი, ვინ,
წინარე  ცოდნა
·         მოსწავლეები ფლობენ  ინფორმაციას/ცოდნას რუსეთის ფედერაციის შესახებ შეუძლიათ  კითხვების დასმა ტექსტთან დაკავშირებით
შეფასების საგანი და პროცედურები
წინასწარ შედგენილი სქემის მიხედვით
გამოყენებული  სასწავლო მასალა და  ტექნიკური რესურსები
წიგნი, რუკა, სურათები, ინტერნეტი, პროექტორი
 გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმეტი
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1 მოტივაცია 5 წთ  
გონებრივი  იერიში
ვსვამ კითხვებს:
1.       თქვენ  როგორ  ფიქრობთ, სად მდებარეობს რუსეთის ფედერაცია?
2.       რა  ტერიტორია უკავია?  
3.       რომელსახელმწიფოებს ესაზღვრება?
4.       რომელი ტბები და მდინარეები იცით?
5.       რომელი ქალაქები იცით?
6.       რა იცით ბუნებრივი რესურსების შესახებ?

გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა  3 პრეზენტაცია 10 წთ        
მოსწავლეთა პასუხის  გაცემის შემდეგ ვაკეთებ პრეზენტაციას ,,რუსეთის ფედერაცია’’/
რუსეთის უდიდესი ქალაქების, მდინარეებისა და ტბების სურათებს პროექტორის საშუალებით გამოვსახავ ეკრანზე.

აქტივობა  4 ტექსტის კითხვა/10წთ/ 
მოსწავლეებს ვაკითხებ ტექსტს, მოსწავლეები ცდილობე ნგაიგონ უცხო სიტყვების მნიშვნელობა კონტექსტის საშუალებით. იმ სიტყვებსა და გამონათქვამებს, რომელსაც ვერ ამოწერენ, კითხვის  დასრულების შემდეგ  განმარტავ  მე.

გაკვეთილის   C   ფაზა  _ რეფლექსია

აქტივობა 5 ჯგუფური მუშაობა /10წთ/
                    
ვყოფ კლასს 6 ჯგუფად ტექსტში 6 აბზაცია. ყოველი ჯგუფი ასრულებს დავალებას.
1.       წიგნში მოცემული ტექსტის გეგმის მიხედვით    დანომრეთ
2.       მოყევით ტექსტი ჯგუფების მიხედვით.
ერთი ჯგუფი გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მეორე მოსკოვზე, პეტერბურგზე, მდინარეებზე  და ა.შ
   
აქტივობა 6 _ წაკითხულის შეჯამება 7 წთ 
ყოველი ჯგუფი  პასუხობს მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს:                                                                                              რაზე იყო საუბარი ტექსტში?
რომელ  სახელმწიფოს ესაზღვრება?                       
რომელია  რუსეთის  დიდი ქალაქები?

მოსწავლეების შეფასება _ 2 წთ.

საშინაო დავალება 1 წთ
ტექსტის მოყოლა. სავარჯიშო 5                                                       

No comments:

Post a Comment